რუბრიკები
ფოთში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით, იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, რათა გამოხატონ დაინტერესება პროექტში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. წინადადებების წარდგენის ვადა 2015 წლის 10 თებერვალს იწურება. მთავრობა ინვესტორთან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების მიზნით, მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. პირობის მიხედვით, საქართველოს მთავრობა გადასცემს ინვესტორს ქ. ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 3 258 926 კვ.მ.-მდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სრულად ან ნაწილობრივ, სადაც ინვესტორმა 2017 წლის ბოლომდე, წელიწადში მინიმუმ 2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს და არაუგვიანეს 2018 წლისა, წარმოება დაიწყოს.
Print