რუბრიკები
3D-პრინტერზე ამობეჭდილი პირველი კომპიუტერი უკვე აწყობილია
პირველი 3D-პრინტერზე ამობეჭდილი ნოუთბუქი უკვე აწყობილია. მოწყობილობას Pi-Top-ი დაარქვეს და პატარა ზომის კომპიუტერს წარმოადგენს. მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ მოწყობილობა ლეპტოპისთვის საჭირო ყველა ფუნქციით არის აღჭურვილი, თუმცა ყველა ტექნიკურ მახასიათებელს შემქნელები არ ამჟღავნებენ. ცნობილია, რომ Pi-Top-ი Linux-ზე მუშაობს. Pi-Top-ის შეძენას მომხმარებლები მაისიდან შეძლებენ, ხოლო ნოუთბუქის ყველა დეტალი უკვე ხელმისაწვდომია ახლაც და მათი გამოყენება, საშინაო 3D-პრინტერის თითქმის ყველა მომხმარებელს შეუძლია. ასეთი კომპლექტის ღირებულება დაახლოებით $300-ია და იქ შედის ყველა მზა საჭირო კომპონენტი (13-დიუმიანი დისპლეი, საჭირო კაბელები, ელემენტი და სხვა დეტალები) და ასევე ტრაფარეტი, რომლის მეშვებითაც მომავალი ნოუთბუქის კორპუსის ამობეჭდვაა შესაძლებელი. ნოუთბუქის ფერს, თავად მომხმარებელი არჩევს და სურვილის შემთხვევაში მასზე თავისი სიმბოლოების, მაგალითად ინიციალების დატანაც კი შეუძლია. Pi-Top-ის შექმნით დაკავებული არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რაიან დანვუდი და ჯეს ლოზანო, რომლებმაც პროგრამირება თავად ისწავლეს. დანვუდი და ლოზანო ფიქრობენ, რომ მათი პროექტის მეშვეობით, მომხმარებლები არა მხოლოდ მოწყობილობასთან მუშაობას შეძლებენ, არამედ მის შიდა აგებულებაში და არქიტექტურაში გაერკვევიან და მიხვდებიან როგორ მუშაობს კომპიუტერის ელემენტი, როგორ იმუხტება. გარდა ამისა, მომხმარებლები საკუთარი რობოტების შექმნას და პროგრამირებას ისწავლიან.
Print