რუბრიკები
„სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს“ ხობიდან
ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი გამართა. სპექტაკლის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები სცენაზე მსახიობებთან ერთად, განცდილი ტკივილით წერდნენ სცენარს და ასრულებდნენ სხვადასხვა როლებს, რომელიც აფხაზეთსა და აფხაზებს უკავშირდებოდა. თითოეულ მოსწავლეს შეეძლო პოზიტიურად შეეცვალა წარმოდგენაში არსებული სიტუაცია. ფორუმ-თეატრის გუნდმა მაყურებელთან დისკუსია გამართა,რათა წარმოდგენაში მოცემული კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზები ეპოვათ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი განათლებისა და განვითარების ცენტრ „აკადემუსთან“ ერთად, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „COBERM“-ის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს“. სპექტაკლს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ხობის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print