რუბრიკები
ვინ გამოვლენ American Music Awards-ზე?
სელენა გომესი American Music Awards-ის ცერემონიაზე გამოვა. საღამოზე პოპ-მომღერალი თავის ახალ სიმღერას ”The Heart Wants What It Wants” შეასრულებს. გომესის გარდა ღონისძიებაზე ტეილორ სვიფტიც იმღერებს, რომელიც თავისი ახალი ალბომით ”1989” დღესდღობით ყველა არსებული წამყვანი ჩარტის ლიდერია. საღამოზე ასევე სემ სმიტი, One Direction, ლორდი, ფერგი და სხვა ცნობილი მუსიკოსები გამოჩნდებიან. ცერემონიალი 23 ნოემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება. ნომინანტებს შორის არიან კეტი პერი, ბიონსე, ემინემი, კელვინ ჰარისი და სხვები.
Print