რუბრიკები
გამგებელმა მიმდინარე და განხორციელებული პროექტები დაათვალიერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სოფლებში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გამგეობის თამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. სოფელ ორსანტიაში, ქვარაიების უბანში 46 გრძივი მეტრის ნაპირსამაგრი საშუალების მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. პრობლემის მოგვარებით მოსახლეობა უხვი ნალექის დროს საკარმიდამო ტერიტორიის დატბორვას და სოფლის შიდა გზის ჩამოშლის საშიშროებას თავიდან აიცილებს. გამგებელმა ასევე მოინახულა სოფელ ცაიშში ადგილობრივების სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით გაყვანილი 140 გრძივი მეტრის სანიაღვრე არხი. სანიაღვრე არხის მოწყობით ათამდე ოჯახი ისარგებლებს. გამგებელმა სოფელ კახათში სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოების პროცესი მოინახულა და განაცხადა, რომ მიმდინარე პროექტის განხორციელებით ხუთამდე ოჯახს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდება.
Print