რუბრიკები
ქაშაყი ბოსტნეულითა და სოიოს სოუსით
ინგრედიენტები: ქაშაყი (ან სხვა სასურველი თევზი) 2 ცალი ბადრიჯანი 2 ცალი ტკბილი წიწაკა 2 პამიდორი, კანგაცლილი 2-3 სოიოს სოუსი 3 ს.კ ზეითუნის ზეთი 4 ს.კ ქონდარი 1 ჩ.კ ლიმონის წვენი 2 ს.კ როზმარინი 1/2 ჩ.კ ხახვი 2 მარილი და პილპილი მომზადების წესი: თევზი გავარჩიოთ, მოვაჭრათ თავი, მუცელში შევაზილოთ მარილი და სოიის სოუსი, ჩავუწყოთ შუა-შუა გაჭრილი ხახვი და მოვათავსოთ ზეთწასმულ ფორმაში. გარშემო შემოვუწყოთ კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ბადრიჯანი, ნახევარ-ნახევარი ტკბილი წიწაკა და პმაიდორი. პროდუქტებს ზემოდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ქონდარი და როზმარინი. ზემოდან მოვასხათ სოიის სოუსი, ლიმონის წვენი და ზეთი, გადავაკრათ ფოლგა და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 30 წუთში მოვხსნათ ფოლგა და თუ ბადრიჯანი მზადაა, გამოვიღოთ ღუმლიდან.
Print