რუბრიკები
PAUL MCCARTNEY-ს ახალ ტრიბიუტ ალბომში მონაწილეობენ: BOB DYLAN, THE CURE, BILLY JOEL, KISS და სხვები
მომდევნო კვირას დღის სინათლეს იხილავს ალბომი, რომელიც მთლიანად ეძღვნება პოლ მაკარტნის შემოქმედებას და მას ერქმევა The Art of McCartney. ალბომში მაკარტნის სიმღერებს ისეთი დიდი ჯგუფები და მუსიკოსები შეასრულებენ, როგორებიც არიან: ბობ დილანი, The Cure, უილი ნელსონი, სტივ მილერი, Kiss, ბარი ჯიბი, როჯერ დალტრი, პოლ როჯერსი, Def Leppard, ბიბი კინგი, ელის კუპერი და სხვები. პროექტის იდეის ავტორია Ralph Sall და მისი გამოშვება 2003 წელს დაიგეგმა. პოლ მაკარტნი არა მარტო დათანხმდა მის განხორციელებას, არამედ ხმის ჩამწერ სტუდიაში თავისი ბენდის აკომპანიმენტით უამრავ მოწვეულ სტუმარს დაეხმარა. ალბომის ჩაწერას წინ უძღოდა ლეგენდარული The Cure-სა და პოლის შვილის ჯეიმს მაკარტნის ერთობლივი ჩანაწერი „ბითლზის“ კლასიკური სიმღერა Hello Goodbye. მსმენელისთვის The Art of McCartney ხელმისაწვდომი იქნება თითქმის ყველა ფორმატში, გამოვა ვინილის ფირფიტაც (LP) და კომპაქტ-დისკიც (CD), ასევე, ციფრულ ფორმატშიც დაიდება საიტებზე. Deluxe ვერსიას თან მოჰყვება დოკუმენტური ფილმიც, პოლ მაკარტნის ბასგიტარის ფორმის ე.წ. USB „ფლეშკებზე“.
Print