რუბრიკები
ზუგდიდში აქცია „ ერთად დავამარცხოთ დიაბეტი“ გაიმართა (ვიდეო)
დღეს, დიაბეტით დაავადებულთა დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით აქცია- „ ერთად დავამარცხოთ დიაბეტი“  გაიმართა. აქციის ფარგლებში მოქალაქეებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში უფასოდ გამოკვლევა  ჩაუტარდათ, რომლითაც სისხლში შაქრის შემცვლელობა განისაზღვრება. ამასთან, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ რამდენიმე სოციალურად დაუცველ მოქალაქეს საკრებულოს წევრმა ედიტა კოდუამ, რომელიც აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი იყო, შაქრის საზომი აპარატი  უფასოდ გადასცა. " შეინიშნება დიაბეტით დავადებულთა რიცხვის ზრდა. აქედან გამომდინარე ვატარებთ აქციას, რათა ადრეულ პერიოდში გამოვავლინოთ დიაბეტი  და მოქალაქეებს დავეხმაროთ ეფექტურ მკურნალობაში", - აღნიშნა ედიტა კოდუამ.
Print