რუბრიკები
კვიციანის საქმეზე განაჩენი 17 ნოემბერს დადგება (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ემზარ კვიციანის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც ბრალდებისა და დაცვის მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ყველა მტკიცებულება კვიციანის მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და სახელმწიფოს წინააღდეგ ამბოხზე მიუთითებს, რის გამოც პროკურატურა ბრალდებულის მიმართ 12 წლიან პატიმრობას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ კვიციანი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და ბრალდებები წინა ხელისუფლების მიერაა შეთითხნილი. კვიციანის ადვოკატი მისი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლე შოთა ბიჭიას ინფორმაციით, კვიციანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ნოემბერს გამოცხადდება.
Print