რუბრიკები
ზუგდიდიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისში აქციაზე გაემგზავრნენ
ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები ზუგდიდიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე ათეულობით სამარშუტო ტაქსით გაემგზავრნენ. პარტიის წევრები ავტოსადგურისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება პარლამენტარები როლანდ ახალია, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა. "გამგზავრებასთან დაკავშირებით პრობლემები იყო ჩხოროწყუსა და სენაკში. ჩხოროწყუში პოლიციის უფროსი აქტიურობდა თურმე, სენაკში კი გამგებელი. ასევე, იყო პატარა დაბრკოლებები, თუმცა ამ დროისთვის მშვიდად მივემგზავრებით", - აღნიშნა თენგიზ გუნავამ. ამასთან, გამთენისას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა ანექსისის საწინააღმდეგო აქცია ენგურის ხიდზე გამართეს და სტარტი სიმბოლურად აფხაზეთის ე.წ. საზღვართან აიღეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მხარდამჭერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან გზადაგზა შეუერთდებიან. ანექსიის საწინააღმდეგო აქცია თბილისში 16:00 საათზეა დაგეგმილი.
Print