რუბრიკები
“მის ჯული” – სასიყვარულო სამკუთხედი – ტრეილერი!
გამოქვეყნდა ტრეილერი ლივ ალმენის ახალი ნამუშევრისა “მის ჯული”, რომელიც აუგუსტ სტრინდბერგის სასცენო დადგმის ერთგვარი ეკრანიზაციაა. ფილმი მოგვითხრობს ჯესიკა ჩესტეინის პერსონაჟზე, რომელიც თავისი საქმროს (სამანთა მორტონი) ცხვირწინ ფლირტაობას იწყებს ცნობილ მაჩოსთან (კოლინ ფარელი). სიუჟეტი, ძირითადად, ამ სამი გმირისა და მათი შეგრძნებებისა და ემოციების ირგვლივ ვითარდება. კინოფესტივალებზე უკვე აღნიშნეს სამივე მსახიობის არაჩვეულებრივი შესრულება. “მის ჯული” კინოეკრანებზე 5 დეკემბერს წარსდგება.
Print