რუბრიკები
ენდი ვარლოჰის ორი ნახატი 152 მლნ დოლარად გაიყიდა
ენდი ვარლოჰის (Andy Warhol) ორი ნახატი Christie’s-ის ნიუ-იორკის აუქციონზე საერთო ჯამში 151,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ორგანიზატორები ორივე ნახატის 60-60 მილონ დოლარად გაყიდვას ვარაუდობდნენ. ტილო „სამმაგი ელვისი“ 1963 წელს შეიქმნა. ნახატისათვის ვარლოჰმა საფუძვლად ელვის პრესლის ის ფოტო აიღო, რომელიც მხატვრული ფილმის Flaming Star(მგზნებარე ვარსკვლავი) რეკლამაში იყო გამოყენებული. ტილო სპეციალურად გალერეა Ferus-ის გამოფენისათვის შეიქმნა. „სამმაგი ელვისი“ 81,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. მეორე ტილოზე „ოთხი მარლონი“ გამოსახულია ახალგაზრდა მარლონ ბრანდოს 4 იდენტური გამოსახულება. ტილოზე აღბეჭდილია მსახიობის სახე ფილმში The Wild One(ველური). ეს ნამუშევარი 1966 წელსაა შექმნილი და ის 69,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
Print