რუბრიკები
ერბოკვერცხი ყაბაყით და პურით
ინგრედიენტები: პურის ნაჭერი 2-3 ხახვი 1 თავი ყაბაყი, საშუალო ზომის 1 კვერცხი 5-6 ცალი მარილი და პილპილი სასურველი მწვანილი მომზადების წესი: პური დავჭრათ კუბებად და მოვბრაწოთ კარგად გაცხელებულ ტაფაში.გადავიტანოთ თეფშზე. იგივე ტაფაში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ დაჭრილი ქორფა ყაბაყი და ვშუშოთ სანამ მომზადდება. პერიოდულად ამოვურიოთ. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი (უხდება სვანური) და პილპილი. ტაფაში ჩავაბრუნოთ პურები და მოვასხათ კვერცხი.მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, ცეცხლს მინიმუმამდე დავუწიოთ, ტაფას დავახუროთ თავზე და ასე მოვამზადოთ დაახლოებით 5-7 წუთი. ან შეგვიძლია გადავიტანოთ გახურებულ ღუმელში
Print