რუბრიკები
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები, 1984 წელს დაბადებული ბესიკ ზ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბესიკ ზ-ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ა-კა-ეს“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ბესიკ ზ-მ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ნარკოლოგიური შემოწმებისას მას ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარების და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
Print