რუბრიკები
Facebook-ი LinkedIn-ის „მკვლელზე“ მუშაობს
Facebook-ი საიდუმლოდ მუშაობს პროექტზე, რომლის სახელწოდებაა Facebook at Work და მისი დანიშნულება იქნება კოლეგებს შორის ურთიერთობა. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, Facebook-ის ახალი პროდუქტის დანიშნულება საქმიანი ურთიერთობაა, ხოლო მისი სამიზნე აუდიტორია - ოფისის თანამშრომლები. მოსალოდნელია, რომ ახალი სოციალური ქსელი LinkedIn-ის, Google Drive-ის, Microsoft Office-ის და ასევე კორპორაციული სოციალური ქსელის, Yammer-ის კონკურენტი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, Facebook at Work -ი ორიგინალურ სოციალურ ქსელს დაემსგავსება: იქ იქნება ახალი ამბები, ჯგუფები და კონტაქტები. „გარდა ამისა, მომხმარებელბი შეძლებენ სამუშაო დოკუმენტების განხილვას, ურთიერთობას და კონტაქტების შენახვას, ისე, რომ საზოგადოდ არ გადმოფინონ თავიანთი გვერდი Facebook-ში, შვებულების სურათებით, პოლიტიკაზე საუბრით და სულელური ვიდეოებით, - წერს ბრიტანული გამოცემა.
Print