რუბრიკები
მაიკ ტაისონს “შექსპირში” მონაწილეობა სურს
მაიკ ტაისონი კინოს უბრუნდებადა “შექსპირში” მონაწილეობას აპირებს! ბოქსის მძიმეწონიანთა კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, რომელსაც თავის დროზე “პლანეტის ყველაზე ცუდ კაცს” ეძახდნენ, იმედოვნებს, რომ თავს განსხვავებული როლებით დაიმკვიდრებს და, გარდა “შექსპირისა”, სიამოვნებით გაიმეორებს თავის თამაშს, მაგალითად, “ნაბახუსევში”. მისივე თქმით, თეატრი ზედმეტად რთულია, ამიტომ დასაწყისისთვის ტელესერიალით დაბრუნებას აპირებს. ტაისონის აზრით, ოტელო მისთვის ყველაზე შესაფერისი პერსონაჟია: საშინლად მინდა “შექსპირში” მონაწილეობა. არ ვიცი, ზუსტად რომელი როლი მომიხდება, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა ოტელოს განსახიერება იქნება. ეს პერსონაჟი ძალიან რთულია და ღრმად შესწავლას საჭიროებს. მეტყველებაზე მუშაობაც დამჭირდება… სულ ცოტა ხნის წინ დავამთავრე მაიკლ ეპსთან მუშაობა. ვერნოგ ჰერზოგთან ერთადაც ვთამაშობ ახალ ნამუშევარში. ყველაფერი დღესვე რომ დასრულდეს, ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვიქნები იმისათვის, რასაც მივაღწიე! როგორც ამბობს, ის დღემდე დადის სამსახიობო გაკვეთილებზე და მთელი გულით ცდილობს, თავის კარიერას კიდევ ბევრი ნამუშევარი შემატოს. სიახლეებს აუცილებლად შეგატყობინებთ. ამჯერად კი გავიხსენოთ საუკეთესო მომენტები მაიკ ტაისონის მიერ შესრულებული როლებიდან:
Print