რუბრიკები
მიხეილ ქირია კალასის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა
საოპერო მომღერალმა მიხეილ ქირიამ ქალაქ ბრეშიას მე -10 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მან მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის მომღერალს მარია კალასის სპეციალური პრემია გადაეცა. ინფორმაციას ქირია ფეისბუქის-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისივე ცნობით, პრემია ხელოვანს კალასის ბიოგრაფმა დოქტორ მიკელე ნოჩერამ გადასცა.
Print