რუბრიკები
მერაბ ქვარაია მოქალაქეებს საკრებულოს სხდომების დასწრებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია მოქალაქეებს საკრებულოს სხდომების დასწრებისკენ მოუწოდებს. ის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს  თხოვნით მიმართავს, უფრო მეტად დაინტერესდნენ საკრებულოს სხდომებით. "ყველა მოსაზრება, წინადადება, იდეა, რჩევა, შენიშვნა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლოა იქნეს გათვალისწინებული საკრებულოს წევრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების მიერ. ძალიან გთხოვთ, ნუ გაუშვებთ ამ შანს და შესაძლებლობას ხელიდან  იყოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულნი", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ ორშაბათს გამართულ საკრებულოს სხდომაზე. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარეზერვო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახა ფარცვანიამ წარმოადგინა. ფარცვანიას ინფორმაციით, ქალაქის მერიამ ბიუჯეტი საკრებულოს,  კანონის დაცვით, 15 ნოემბრამდე გადაუგზავნა. მისივე თქმით, საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი პარასკევს, 14 ნოემბერს მიიღო.
Print