რუბრიკები
ყვავილოვანი კომბოსტო მწარე სოუსით
რეცეპტის ინგრედიენტები: 1 კგ. ყვავილოვანი კომბოსტო 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი 1/4 ლიმონის წვენი 1-2 ს.კ. არაჟანი 1-2 ჩ.კ. მდოგვი 1 კონა ქორფა მწვანილი (რეჰანი, კამა, ოხრახუში) მარილი და დაფქვილი მწარე წითელი წიწაკა – გემოვნებით მომზადების წესი: 1. ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ, დამდუღრეთ და ცხაურში დაწრიტეთ. გადაავლეთ ცივი წყალი და კვლავ კარგად დაწრიტეთ. 2. მწვანილი გარეცხეთ და წვრილად დაკეპეთ. 3. ქილაში ერთმანეთს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, არაჟანი, მდოგვი, წიწაკა და მწვანილი. ქილას სახურავი მჭიდროდ დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ. 4. მოასხით მომზადებული სოუსი კომბოსტოს, გადაიტანეთ სასალათეში ან გადაანაწილეთ ჭურჭლებზე და გემრიელად გაუმასპინძლდით სუფრასთან მსხდომ ძვირფას ადამიანებს!
Print