რუბრიკები
რიჩარდ გირი და ჯონ ბერნთალი ახალ როლებზე დაამტკიცეს
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯ.კ. საიმონსი და ანა კენდრიკი ერთად ითამაშებენ გევინ ოკონორის “ბუღალტერში”. რამდენიმე საათის წინ კი ერთ-ერთ როლზე “მოსიარულე მკვდრების” ჯონ ბერნთალიც დაამტკიცეს. გარდა ამისა, ახალი ამბავია ისიც, რომ რიჩარდ გირი მთავარ როლს შეასრულებს ჯოზეფ კედარის ნამუშევარში “ოპენჰაიმერის სტრატეგიები”. Deadline-ის ინფორმაციით, ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ოპერატორ ნორმან ოპენჰაიმერზე, რომლის მეგობარიც გავლენიანი მსოფლიო ლიდერი ხდება. ეს მოვლენა მთლიანად ცვლის მთავარი პერსონაჟის ცხოვრებას როგორც უკეთესობისაკენ, ისე უარესობისაკენ. ყველა დანარჩენი დეტალი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ამბობენ, გადაღებები 12 იანვრიდან დაიწყება.
Print