რუბრიკები
ბობ მარლის ოჯახმა მარიხუანას ბრენდი Marley Natural-ი შექმნა
გარდაცვლილი პოპულარული მუსიკოსის, ბობ მარლის ნათესავებმა , მარიხუანას მსოფლიოში პირველი ბრენდის, Marley Natural-ის შექმნის შესახებ განაცხადეს. ამ ბრენდის ქვეშ გაიყიდება მარიხუანა, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონელი და ასევე კანაფის ზეთზე დაფუძნებული კოსმეტიკა. Marley Natural-ის პროდუქცია გაიყიდება ყველა ქვეყანაში და აშშ-ის იმ შტატებში, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია. მუსიკოსის ქალიშვილმა, სიდელა მარლიმ განაცხადა, რომ მამამისი მოხარული იქნებოდა, თუ ადამიანები მარიხუანას სასარგებლო თვისებებს აღიარებდნენ. თავად ბობ მარლი მარიხუანას მომხმარებელი იყო და მას რასტაფარის პრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილად თვლიდა.
Print