რუბრიკები
Microsoft-მა სათაო ოფისის დასაცავად რობოტები შეიძინა
Microsoft-მა თავისი შტაბ-ბინის დაცვისთვის სილიკონის ველზე, რობოტები, Knightscope K5 შეიძინა. ამ მანქანებს, მომხდარი მოვლენების ანალიზის საფუძველზე, დანაშაულის ჩადენის ალბათობის პროგნოზირება შეუძლიათ. რობოტის სიმაღლე 1.5 მეტრია და გარეგნულად „ვარსკვლავური ომების“ პეროსანჟს, დროიდ R2-D2-ს ჰგავს. რობოტს შეუძლია პატრულირება ავტონომიურ რეჟიმში, GPS-ით და ლაზერებით მანძილის გაზომვით. მანქანები აღჭურვილია დღის და ღამის ხილვადობის კამერებით, საკანერებით, რომელთაც წუთში ავტომობილის 300 ნომრის ამოცნობა შეუძლიათ და ასევე ყნოსვის დეტექტორებით. გარდა ამისა, Knightscope K5-ს შეუძლია ინფორმაციის ანალიზი სამთავრობო არხებიდან, საქმიანი გამოცემებიდან და სოციალური ქსელებიდან, რათა შეძლოს დანაშაულის ჩადენის ალბათობის პროგნოზირება. Microsoft-ის სათაო ოფისში უკვე პირველი 4 ასეთი რობოტი „დადის“.
Print