რუბრიკები
"მას პოლიციელები ექცეოდნენ, როგორც დასაკლავ ღორს" - მოწმე რუსლან პერტაიას პროცესზე (ვიდეო)
თხილის ქურდობის ბრალდებით დაკავებული რუსლან პერტაიას საქმეზე დაცვის მხარემ მოწმეების დაკითხვა დაასრულა. დღევანდელ სასამართლო პროცერსზე 10-მდე მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი მოწმის სვეტლანა ახალიას თქმით, ბრალდებული მისი საცხოვრებელი სახლის უკან, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. "ყვირილზე მე და ჩემი რძალი გავედით. ვანხეთ ეზოს ბოლოში პოლიციელებს ვიღაც ჰყავდათ დაკავებული. ის ძირს ეგდო და პოლიციელები ზევიდან აწვებოდნენ. ძალიან უხეშად ექცეოდნენ. ძლივს სუნთქავდა, მერე წყალი მოუტანეთ. მე ვუთხარი თუ ქურდია დაიჭირეთ, კი არ უნდა მოკლათ-მეთქი", - აღნიშნა სვეტლანა ახალიამ სასამართლო პროცესზე. სვეტლანა ახალიას მსგავსად, პერტაიას დაკავება რუსთაველის ქუჩაზე დაადასტურა, ახალიების რძალმა, ნინო ახალიამ. მისი თქმით, მას პერტაიას დაკავების მომენტში თხილი არ უნახავს. "დაკავებულს 3-4 პოლიციელი, რომელიც იქ იყო ექცეოდა ძალიან ცუდად. მაპატიეთ, მას პოლიციელები ზევით ეჯდნენ, როგორც დასაკლავ ღორს", - განუცხადა მოწმემ სასამართლოს. მისივე განმარტებით, ეს სცენა ასევე იხილა, დღევანდელ პროცესზე მოწმედ გამოცხადებულმა,  პეტრე ბაგათელიამ, რომლის საცხოვრებელ სახლში მოხდა ბრალდებულის დაკავება. თუმცა, აღნიშნულის შესახებ მოწმე,  ბაგათელიას სასამართლო პროცესზე არ განუცხადებია. ბაგათელიამ სასამართლოს უთხრა, რომ ის დაკავების ადგილას მოგვიანებით მივიდა და მას დაკავებული არ უნახავს. დღევანდელ პროცესზე პროკურორის ქეთევან ყიფიანის შუამდგომლობის საფუზველზე, სასამართლომ დაცვის 2 მოწმე არ დაიკითხა, რადგან, როგორც გაირკვა ისინი წინა სასამრთლო სხდომებს ესწრებიოდნენ. "დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. ამასთან, მოწმეებმა ვერ დააკონკრეტეს თუ რომელი პოლიციელი სცემდა დაკავებულს", - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ქეთევან ყიფიანმა. რუსლან პერტაიას ადვოკატი ჯიტა გულუა ამბობს, რომ მოწმეების დაკითხვის შემდეგ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ მხოლოდამხოლოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. "დღეს ცხადი გახდა, რომ რუსლან პერტაია რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს და არა დაზარალებულის ეზიოში, როგორც მას დაზარალებული, დალილა ჩიქავა და პროკურატურა ყვება", - თქვა ჯიტა გულუამ. პერტაიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 28 ნოემბერს გაიმართება. ცნობისთვის,  რუსლან პერტაია სამი ტომარა თხილის ქურდობის ბრალდებით 23 აგვისტოს დააკავეს. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და  პროტესტის უკანასკნელ ზომებს მიმართავდა. ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხელები მაგიდაზე დაიჭედა და სიმშილობა გაოაცხადა. ასევე, პროტესტის უკანასკნელ ზომებს მიმართეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა. ბრალდებულის შვილმა, ბექა პერტაიამ სამეგრელო-ზემოსვანეთისსაოლქო  პროკურატურასთანთავიდაიწვა სცადა.  
Print