რუბრიკები
ტომ ჰარდი თავისივე სცენარით გადაღებულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს!
FX მალე BBC-ის დრამას “ტაბუს” შემოგვთავაზებს. საკაბელო არხმა უკვე დაიმტკიცა სადისტრიბუციო უფლებები სტივენ ნაიტისა და რიდლი სკოტის სერიალზე, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰარდი შეასრულებს. სურათი ნამდვილ ამბავზე იქნება დაფუძნებული და ჰარდისა და მამამისის მიერ აღწერილ ისტორიას მოგვიყვება. სიუჟეტი 1813 წელს ვითარდება. თავგადასავლების მოყვარული მთავარი გმირი აფრიკიდან ინგლისში ბრუნდება იმისათვის, რომ მამამისის მკვლელზე შური იძიოს. ის უარს ამბობს საოჯახო ბიზნესის გაყიდვაზე და თავად აშენებს დიდ სავაჭრო იმპერიას. სერიალის პირველი სეზონის გადაღებები 2015 წლის შუა თვეებში დაიწყება. პრემიერა კი 2016 წელსაა დაგეგმილი. “ტაბუ” ჩემი კომპანიის “Hardy Son & Baker” პირველი დიდი თანამშრომლობაა BBC-სა და Sonar Entertainment-თან. თუ შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობასა და მონდომებას გავითვალისწინებთ, სერიალმა იდეალური “თავშესაფარი” იპოვა.- აცხადებს ტომ ჰარდი. “ტაბუ” FX-ის ისეთ სერიალთა რიცხვს შეუერთდება, როგორებიცაა “ანარქიის შვილები”, “ამერიკული საშინელებათა ამბავი”, “ფარგო” და სხვ.
Print