რუბრიკები
თბილისში New York Voices იმღერებს
17 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოლიდარობის ფონდის და ჯანსუღ კახიძის სახელობის, თბილისის მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით, მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის New York Voices- ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი, საახალწლო საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. გრემის პრემიის მფლობელი ”New York Voices” სპეციალურად საქველმოქმედო კონცერტისთვის, თავის ცნობილი საახალწლო კომპოზიციებს შეასრულებს. შემოსული თანხა კი, სრულად გადაირიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ და 21 წლამდე ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას მოხმარდება. 16 დეკემბერს მუსიკალურ ცენტრში, ჯგუფი New York Voices ქართველი მუსიკოსებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.
Print