რუბრიკები
ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენლებმა ხორავების ოჯახი მოინახულეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და გამგეობის თანამშრომლებმა კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ხორავების სოციალურად დაუცველ 5 სულიან ოჯახს სურსათი და ტანსაცმელი მიუტანეს. შემოწირულობა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა გაიღეს. ხორავების ოჯახში 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მძიმე სოციალური პირობების გამო ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში არ უვლიათ. გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ ოჯახის უფროსს დასაქმებაზე შუამდგომლობა ჯვარი–ხორგას დამაკავშირებელი ახალი ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტში გაუწია. გიზო სართანიას განცხადებით, გამგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში გათბობის პრობლემასაც მოუგვარებს.
Print