რუბრიკები
Guns N’ Roses-ზე ბიოგრაფიულ სურათს გადაიღებენ!
ჰარდ-როკის ლეგენდები ჰოლივუდის ეკრანებზე ბიოგრაფიული სურათით აპირებენ გამოჩენას. ფილმი მარკ კანტერის 2008 წელს გამოქვეყნებული წიგნის ადაპტაცია იქნება. ეს უკანასკნელი ჯგუფის ისტორიას მოგვითხრობს და “Reckless Road: Guns N’ Roses And The Making Of Appetite For Destruction” ჰქვია. მწერლის თქმით, ყველაფერი ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც ასეთ ლეგენდაზე გადაღებულ ნამუშევარს შეეფერება: ახალ ნამუშევარში აქსელ როუზი არ იქნება ჩართული.  როგორც ჩანს, გადაღებებში არც სლეში მონაწილეობს. მან ადრევე განაცხადა, რომ არ ემხრობა მსგავს ბიოგრაფიულ სურათებს და თვლის, რომ ვერავინ გადმოსცემს იმას, რაც მართლა იყო. ყველაფერს ძალიან დაწვრილებით მოგიყვებით. ეს არ არის უბრალო დოკუმენტური სურათი! - ამბობს მწერალი. ფილმს უკვე ოთხი თვეა, იღებენ. ჯერჯერობით უცნობია სხვა დეტალები.
Print