რუბრიკები
ანჯელინა ჯოლი სამსახიობო კარიერის შეწყვეტაზე ფიქრობს
ანჯელინა ჯოლი სამსახიობო კარიერის შეწყვეტაზე დაფიქრდა. ჟურნალთან Du Jour ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ მას ფირის გადაღება უფრო უყვარს, ვიდრე მასში თამაში. „კამერის წინ კომფორტულად თავი არასდროს მიგრძვნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფილმების გადაღება გამომივა. რეჟისორის ამპლუაში ბევრად უფრო ბედნიერი ვარ“, – ამბობს ანჯელინა. მსახიობი კარიერის შეწყვეტას პირდაპირ არ გეგმავს. Entertainment Weekly-სთან ანჯელინამ განაცხადა: „არის რამდენიმე როლი, რომელზეც ვმუშაობ უკვე რამდენიმე წელია. მათ დავასრულებ იქამდე, სანამ საბოლოოდ წავალ“.
Print