რუბრიკები
ფილმის „ქალი შავებში: სიკვდილის ანგელოზი“ ტრეილერი
ბნელ ვილა ილ-მარშში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ აქციეს, ჩადის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ჯარისკაცების ჯგუფი, რომელთა მოვლასაც ახალგაზრდა და ლამაზი მედდა ევა ითავებს. მალე გმირი ხვდება, რომ მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფებს მხოლოდ მათი შინაგანი დემონები არ ემუქრებიან. ახალი პაციენტების მოსვლამ ამ უცნაურ ადგილსამყოფელში არსებული ბოროტი ძალები გააღვიძა. გოგონას ყველა მცდელობის მიუხედავად, ჯარისკაცები ერთმანეთის მიყოლებით ხდებიან შავებში ჩაცმული ქალის მსხვერპლი. ფილმი გაქირავებაში 1 იანვარს გამოვა.
Print