რუბრიკები
ზუგდიდში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა
დღეს, 22 ნოემბერს ზუგდიდში გენდერის მედიაცენტრი გიხსნა. გენდერის მედიაცენტრების გახსნის ინიციატორი არის „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“. ცენტრის გახსნის მიზანია მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების და მნიშვნელობის შესახებ.  

გენდერის მედია ცენტრში მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერის და არჩევნების, კონკრეტული ქალი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების და აქტივობების, მედიაში გენდერული თანასწორობის და ქალთა საკითხების გაშუქების სტანდარტების და წესების შესახებ.

ცენტრი ასევე დახმარებას გაუწევს საკრებულოს ქალ წევრებს, ლიდერ ქალებს, გენდერულად მგრძნობიარე პარტიებს და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზებასა და მედიასთან ურთიერთობაში.

ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება გენდერული თანასწორობის გაძლიერების და არჩევნებში ჩართული მხარეების კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე. 24 საათის განმავლობაში იმუშავებს მედიაცენტრის ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პირს შეეძლება მედიას, მიაწოდოს ინფორმაცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ან გენდერული ძალადობის ფაქტების შესახებ.

გენდერის მედიაცენტრები საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნება. მედიაცენტრები იხსნება პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით. ზუგდიდში გენდერის მედიაცენტრი ლევან მეორე დადიანის #4-ში გაიხსნა.

Print