რუბრიკები
ინტერნეტ-ნდობა
აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დადგინდა, რომ ინტერნეტ მომხმარებლები ინტერნეტისადმი ძალიან დიდი და გულუბრყვილო ნდობით არიან აღჭურვილები. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას სჯერა ინტერნეტში მიღებული ინფორმაციის, თუნდაც ის მტკნარი სიცრუე იყოს. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: მათ შექმნეს საიტები, სადაც ცრუ ინფორმაციები იყო დაწერილი. მაგალითად, ის, რომ არსებობს ხის რვაფეხა, რომელიც ჩიტის კვერცხებით იკვებება. ამ ინფორმაციის პოპულარიზაციის შემდეგ, სტუდენტების 80%-მა ეს დაიჯერა. ფსიქოლოგების განმარტებით, ასეთი ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ინტერნეტის პოპულარიზაციის პროპორციულად, მცირდება ინტერნეტ-მომხმარებელების ინტელექტის მაჩვენებელი.
Print