რუბრიკები
ბიოგრაფიულ სურათს ჯენის ჯოპლინზე ახალი რეჟისორი ჰყავს
ჯენის ჯოპლინის ბიოგრაფიაზე დაგეგმილ სურათს ახალი რეჟისორი ჰყავს. ლი დენიელსი, რომელსაც როკენროლის დედოფალზე უნდა გადაეღო ფილმი, “ველურისა” და “დალასის მყიდველთა კლუბის” რეჟისორმა ჟან-მარკ ვალიემ ჩაანაცვლა. თავად როკენროლის დედოფლის როლზე ემი ადამსია დამტკიცებული. როგორც ამბობენ, მან თავადვე უნდა შეასრულოს ჯენისის ყველა სიმღერა. ჟან-მარკმა კი თავად დანიშნა ახალი სცენარისტები კრეგ ბორტენი და მელისა უოლაკი. სურათისათვის სათაური ჯერ არ შეურჩევიათ. ახალი ნამუშევრისათვის 15-20 მილიონი დოლარია გამოყოფილი. გადაღებები 2015 წლის შუა თვეებში დაიწყება.
Print