რუბრიკები
ზუგდიდში ახალაიების ოჯახის სამ წევრს ყაჩაღებმა იარაღის კონდახებით სცემეს (ვიდეო)
ყაჩაღობა მოხდა ზუგდიდში. სამმა შეიარებულმა პირმა რუსთაველის გამზირზე მცხოვრები ახალაიების ოჯახი დააყაჩაღა და ოჯახის წევრები სასტიკად სცემა. დაზარალებული როლანდ ახალაიას შვილი მომხდარის დეტალებს ყვება და აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა ისინი იარაღის კონდახებით სცემეს. "გაუღო დედაჩემმა კარი და შეიჭრა სამი შეიარაღებული, ნიღბიანი კაცი. დააყაჩაღეს, ნაცემები არიან, სამივე დასკოჩილები,კონდახი აქვთ ჩარტყმული მამაჩემისთვის. წაღებულია თანხა, მანქანა და ოქრო“, - განაცხადა დაზარალებულმა ელისო ახალაიამ. 65 წლის მამაკაცი ზუგდიდში ერთ-ერთი ვალუტის გადასახურდავებელი ობიექტის მეპატრონეა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მამაკაცი ხვალ თბილისში სამკურნალოდ მოდიოდა და სახლში რამდენიმე ათასი დოლარი ჰქონდა, რაც მძარცველებისთვის ცნობილი იყო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
Print