რუბრიკები
მიტინგები სოხუმში - ხალხი რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით გამოვიდა
რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის წინ სოხუმში, სხვადასხვა რაიონში, ერთსა და იმავე დროს მიტინგები გაიმართა, სადაც ადამიანები რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით ხელში გამოვიდნენ. ხაჯიმბას მომხრეებმა დოკუმენტის მხარდამჭერი აქცია სამთავრობო შენობის წინაც გამართეს. აქციაზე დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია, დე ფაქტო ვიცე სპიკერი დაურ არშბა და სხვები სიტყვით გამოვიდნენ. ქალაქის ცენტრში გაიმართა ოპოზიციური პარტიის „Амцахара“-ს მიტინგიც. ისინი რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას უჭერენ მხარს, თუმცა დოკუმენტის ტექსტს არ ეთანხმებიან და თვლიან, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური და თავდაცვის შესახებ საკითხები უნდა გადაიხედოს. დღეს, სოჭში, რაულ ხაჯიმბა და ვლადიმერ პუტინი რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს აწერენ ხელს. მხარეები უკვე იმყოფებიან სოჭში და წინასწარი განცხადებებიც გააკეთეს.
Print