რუბრიკები
ჟან-მარკ ვალე ემი ადამსს ჯენის ჯოპლინის როლში გადაიღებს
ჟან-მარკ ვალე, რომელმაც მეთიუ მაქკონაჰის და ჯარედ ლეტოს „დალასის შემსყიდველთა კლუბით“ „ოსკარები“ მოუტანა, აპირებს ხელი მოჰკიდოს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას. სურათი ჯენის ჯოპლინს მიეძღვნება. მთავარი როლის შემსრულებლად უკვე რამდენიმე წელია ემი ადმასი ირიცხება. პროექტის ,რომლის სამუშაო სახელიცაა Get It While You Can, გადაღებები 2015 წელს დაიწყება. ორიგინალურ სცენარს კრეიგ ბორტენი და მელისა უოლეკი გადააკეთებენ.
Print