რუბრიკები
კარტოფილის ბურთები
რეცეპტის ინგრედიენტები: 300 გრამი(2- 3 ცალი) კარტოფილი 100 გრამი ჰოლანდიური ყველი* 2 ცალი კვერცხი 1 შეკვრა საფანელი ცოტაოდენი ფქვილი 500 მილილიტრი ზეთი მარილი და პილპილი გემოვნებით მომზადების წესი: 1. მოამზადეთ პიურე. შეანელეთ მარილით, პილპილით. დააგუნდავეთ ისე, რომ ყველი* ან რაიმე სხვა შივთავსი თქვენი სურვილისამებრ აღმოჩნდეს შუაგულში. 2. ამოსვარეთ გუნდები ფქვილში, მერე კვერცხში და ბოლოს საფანელში. შემდგომ კიდევ ერთხელ კვერცხში და საბოლოოდ საფანელში. 3. ქვაბში ან ფრის მოსამზადებელ აპარატში ჩაასხით ზეთი და კარგად გააცხელეთ (ზეთი იმდენი უნდა იყოს, რომ შესაწვავად ჩადებული ბუთები დაიფაროს). როგორც კი კარტოფილის გუნდები ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, ამოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზეტმეტი ზეთი შეიწოვოს. კერძი მზად არის.
Print