რუბრიკები
რიდლი სკოტმა „დანის პირზე მორბენალი 2“-ის რეჟისორობაზე უარი თქვა!
რიდლი სკოტი ფილმს „დანის პირზე მორბენალი 2“ არ გადაიღებს და მხოლოდ პროექტის პროდუსერი იქნება. ამის შესახებ მან გამომცემლობა Variety-სთან ინტერვიუში ისაუბრა. სკოტის თქმით სცენარი უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში მაყურებელი მისი ახალი დამდგმელის ვინაობასაც გაიგებს. რეჟისორმა რიკ დეკარდის როლში ჰარისონ ფორდის დაბრუნებაც დაადასტურა. „ჰარისონი – ამ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. არსებითად, ლაპარაკი მისი გმირის მოძებნაზე იქნება. ის სურათის მესამე აქტში გამოჩნდება“ -განაცხადა მან. სიკველის გადაღებების გრაფიკი და პრემიერის სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით არ ზუსტდება. შეგახსენებთ, რომ „დანის პირზე მორბენალი“ 1982 წელს გამოვიდა. სურათში მონაწილეობას იღებდნენ ჰარისონ ფორდი, რუტგერ ჰაუერი, შონ იანგი და სხვები. რიდლი სკოტის შემდეგ ფილმი, რომელსაც მაყურბელი დიდ ეკრანებზე იხილავს „Exodus: Gods and Kings“ იქნება.
Print