რუბრიკები
ყველაზე აგრესიულ მძღოლებად ბრიტანელები დაასახელეს
ბრიტანელი მძღოლები, მსოფლიოში ყველაზე აგრესიულებად აღიარებს. დასკვნა ეკუთვნის კომპანია LeasePlan-ს, რომელიც ავტოტრანსპორტის სფეროს მომსახურებაზეა სპეციალიზებული. კომპანიამ შესაბამისი კვლევა ჩაატარა და კლიენტები მსოფლიოს იმ 20 ქვეყანაში გამოკითხა, სადაც საკუთარი წარმომადგენლობები გააჩნია. რესპოდენტებს სთხოვეს სამ შეკითხვაზე გაეცათ პასუხი. მათ ჰკითხეს, ჰქონიათ თუ არა შემთხვევა მანქანის მართვის დროს მათი მისამართით მტრული ჟესტების გამოხატვის, აგრესიული მიმართვის. გარდა ამისა, მათ ჰკითხეს, მოუწიათ თუ არა ოდესმე მანქანის გაჩერება, რადგან სხვა მძღოლმა პრობლემა შექმნა გზაზე. დადებითი პასუხი პირველ კითხვაზე გასცა ბრიტანელი მძღოლების 76%-მა, მეორეზე და მესამეზე 53 და 73%-მა. გარდა ბრიტანეთისა, მსოფლიოში ყველაზე აგრესიული მძღოლების სამეულში მოხვდა საფრანგეთი (73, 44, 42 პროცენტი შესაბამისად) და ჩეხეთი (70, 40 და 72%). პირველ ათეული კი ასეთია: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, გერმანია, ინდოეთი, ბელგია, იტალია, აშშ, ავსტრალია და ლუქსემბურგი. LeasePlan-ის ბრიტანეთის წარმომადგენლობის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მძღოლების აგრესიის მიზეზი, ზედმეტად გადატვირთული გზებია და ასევე ავტომობილისტების ზედმეტად „მშფოთვარე და დაძაბული“ ცხოვრება.
Print