რუბრიკები
ბეთ ჰართის კონცერტის შემდეგ წვეულებაზე ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია
30 ნოემბერს, ბეთ ჰართის ფილარმონიაში გამართული კონცერტის შემდეგ, „შერატონ მეტეხი პალასში” მოეწყობა წვეულება ”After Party”. ბილეთების ფასი 100 ლარია, რაოდენობა კი შეზღუდული. ბილეთების შეძენა შესაძლებელია 27-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში, 11:00-დან 19:00 საათადე, ასევე, ”შერატონ მეტეხი პალას“-ში, 30 ნოემბერს 23:00 საათიდან. ”After Party”-ის წვეულებაზე ბეთ ჰართისთან და მის ბენდთან ერთად, SALIO, Blues Mobile Band, Nina Sublatti, George Mel მოაწყობენ ჯემ-სეიშენს. ბეთ ჰართის კონცერტზე დასასწრები 150-ლარიანი ბილეთების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ დაესწრონ After Party-ს. თანამედროვე ბლუზის ლეგენდა, ბეთ ჰართი თბილისს 30 ნოემბერს ეწვევა და დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს კონცერტს.
Print