რუბრიკები
დაბრაწული კარტოფილი მაკდონალდსის რეცეპტით
ინგრედიენტები: კარტოფილი 5-6 ცალი კარი 1/2 ჩ.კ პაპრიკა 1/2 ჩ.კ ხმელი ქინძი, დაფქული 1/2 ჩ.კ კურკუმა 1/2 ჩ.კ ზეთი 5 ს.კ მარილი მომზადების წესი: გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე. კარტოფილი კარგად გავრეცხოთ უხეში ღრუბლით, შევამშრალოთ და 8 ნაჭრად გავჭრათ . წინასწარ შევურიოთ ყველა სანელებელი და მარილი. აქედა 1 ჩ.კ დავამატოთ ზეთში, დანარჩენი პირდაპირ კარტოფილს უნდა მოვაყაროთ. ტაფას წავუსვათ ზეთი. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ სუნელებიან ზეთში და დავდოთ ტაფაზე კანით ქვემოთ. ზემოდან მოვაყაროთ სუნელები. შევდოთ კარტოფილები გახურებულ ღუმელში, თუ ნახევარი საათის შემდეგ ისე გამოიყურება, როგორც ფოტოზე, ესე იგი მზადაა, თუ არა და გავაგრძელოთ შეწვა.
Print