რუბრიკები
Amazon-ი უფასო ვიდეოსერვისის გაშვებას აპირებს
Amazon-ი მომავალი წლიდან სტრიმინგული ვიდეოსერვისის გაშვებას აპირებს. წყაროების ინფორმაციით, სერვისი ითვალისწინებს რეკლამის ტრანსლიაციას, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებისთვის ის უფასო იქნება. ამით, ახალი სერვისი განსხვავებული იქნება უკვე არსებული ვიდეოსერვისისგან, Amazon Prime Instant Video-გან, რომლის ღირებულება წელიწადში $99-ია. ამერიკულ კომპანიას უკვე აქვს ასეთი გამოცდილება - ამ წლის ივნისში Amazon-მა გამოუშვა განახლებული Instant Video, iOS-ის და Android-ის პლატფორმებისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა პოპულარული სერიალების და სატელევიზიო შოუების პირველი ეპიზოდები მაყურებელმა უფასოდ ნახოს, მაგრამ რეკლამის თანხლებით. შემდგომი ეპიზოდების სანახავად კი უკვე ფულის გადახდაა საჭირო. Amazon -ის მომავალი პროექტი, შესაძლოა უკვე არსებულების კონკურენტი გახდეს, მაგალითად, Netflix-ის და Hulu-სი.
Print