რუბრიკები
ვის შესახებ ინტერესდებოდნენ ყველაზე ხშირად 2014 წელს?
საძიებო სისტემამ Ask.com ყველაზე პოპულარული ცნობილი სახეების რეიტინგი შეადგინა, რომელთა შესახებაც ყველაზე მეტი კითხვა დაისვა 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით. რეიტინგის სათავეში რობინ უილიამსი მოექცა, რომლის უეცარმა გარდაცვალებამ 11 აგვისტოს, მის თაყვანისმცემლებში ნამდვილი შოკი გამოიწვია. მეორე ადგილი ჯენიფერ ლოურენსმა დაიკავა, რომელიც წარმატებული სამსახიობო კარიერის პარალელურად სკანდალის ეპიცენტრში თავისი შიშველი ფოტოებით აღმოჩნდა, რომლებიც პირატული გზით მოხვდა ინტერნეტში. მესამე ადგილი რეპერმა ჯეი-ზიმ დაიკავა, მომხმარებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია რეპერზე მისი ცოლის დის, სოლანჟ ნოულზის თავდასხმამ. ათეულის დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: 4. ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე რეი რაისი, რომელმაც საკუთარი საცოლე სცემა და შესაბამისი ვიდეო ინტერნეტშიც მოხვდა. 5. კიმ კადაშიანი - მისი და კენი ვესტის ქორწინების ცერემონია წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოვლენა გახდა; 6. მსახიობი ჯოან რივერსი - ყველაზე მეტი კითხვა მისი უეცარი გარდაცვალების გარშემო დაისვა. 7. ანჯელინა ჯოლი - დიდი ინეტერსი იყო მისი და ბრედ პიტის ქორწილის გარშემო; 8. რენე ზელვეგერი - მსახიობის ვიზუალის მკვეთრმა ცვალებადობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია; 9. კეიტ მიდლტონი - მომხმარებლებს ძალიან აინტერესებთ მისი მეორე ბავშვის დაბადების თარიღი; 10. ამერიკელი ბეისბოლისტი დერეკ ჯეტერი - რომელმაც თავისი სპორტული კარიერა დაასრულა. მომხმარებლები დაინტერესდნენ როდის გაიმართა მისი უკანასკნელი თამაში.
Print