რუბრიკები
ზუგდიდში 2015-2016 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები (ვიდეო)
დღეს, ქალაქ ზუგდიდს საკრებულოში 2015-2016 წლებში რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება: ფეხბურთის სტადიონი – 4 მილიონ 800 ათასი ლარი.
ტროტუარების რეაბილიტაცია – 1 მილიონი ლარი.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის რეაბილიტაცია – 950 ათასი ლარი.
სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია – 600 ათასი ლარი.
სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია – 2 მილიონ 200 ათასი ლარი.
საკანალიზაციო ქსელის მოწყობა – 545 ათასი ლარი.
მდინარე ჩხოუშზე (კედია, ჯავახიშვილი, წაღვერის ქუჩები) საავტომობილი ხიდი – 4 მილიონი ლარი.
ზუგდიდის მერიის მიერ შემუშავებული პროექტები დეპუტატებს საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქობალიამ გააცნო.  
Print