რუბრიკები
ფოთში რაგბის სტადიონს კომპანია "ატუ" აშენებს
ფოთში რაგბის სტადიონის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. სტადიონს კომპანია "ატუ" აშენებს. დასრულებულია სტადიონის მოწესრიგება, ტრიბუნის მონტაჟის სამუშაოები, რომელიც 2 500 მაყურებელზეა გათვლილი. ასევე გაკეთდა ხელოვნურსაფარიანი სტადიონიც. ამ ეტაპზე კი, ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.  სამუშაოები ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.  "მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდი საჩუქარი გაუკეთა ქალაქს, ფოთელი სპორტსმენები ძალიან წარმატებულები არიან სპორტის ამ სახეობაში და ჩვენთვის ამ სტადიონის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს"-განაცხადა ირაკლი კაკულიამ.  საქველმოქმედო ფონდი "ატუ"-ს სამუშაოთა მწარმოებლის ნუკრი ხასიას ინფორმაციით ფოთში რაგბის სტადიონის მშენებლობისათვის 4 მილიონამდე ლარი იხარჯება.
Print