რუბრიკები
ანჯელინა ჯოლი პოლიტიკაში წასვლას აპირებს!
ანჯელინა ჯოლი მიღწეულზე არასდროს ჩერდება. მან წარმატებას უკვე მოდელის,მსახიობის და რეჟისორის ამპლუაში მიაღწია. ახლა კი ის პოლიტიკაში ჩაბმას აპირებს. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ის გამოტყდა, რომ პოლიტიკურ კარიერაზე დაფიქრდა. „ყოველთვის იქით მივიწევდი, სადაც ვფიქრობდი, რომ საჭირო ვიყავი, – განაცხადა ვარსკვლავმა. – გაეროსთან მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ დროა ვაშინგტონში წავიდე და ახალი კანონპროექტები შევიმუშავო. ვფიქრობ, რომ ამით დაკავება შეიძლება. ზუსტად არ ვიცი ეს სადამდე მიმიყვანს და რას მასწავლის“. ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, ანჯელინამ უპასუხა: „თუ ვიგრძნობ, რომ რამის შეცვლას შევძლებ, მაშინ კი“.
Print