რუბრიკები
კახა მიქაია ახალაიების ოჯახის დაყაჩაღების დაუყონებლივ გამოძიებას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახა მიქაია ახალაიების ოჯახის დაყაჩაღებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.ის ფაქტის დაუყონებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დაკავებას ითხოვს. დეპუტატი ზუგდიდის ცენტრში საღამოს საათებში მომხდარ ყაჩაღობას შემაშფოთებელს და უპრეცედენტოს უწოდებს. ამასთან, მიქაია მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიებასაც ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, 24 ნოემბერს, სამმა შეიარაღებულმა პირმა რუსთაველის გამზირზე მცხოვრები ახალაიების ოჯახი დააყაჩაღა და ოჯახის წევრები სასტიკად სცემა. დაზარალებული როლანდ ახალაიას შვილი აცხადებს, რომ თავდამსხმელები მათ იარაღის კონდახებით გაუსწორდნენ. როლანდ ახალაია ზუგდიდში ვალუტის გადასახურდავებელი  ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონეა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მამაკაცი თბილისში სამკურნალოდ მოდიოდა და სახლში რამდენიმე ათასი დოლარი ჰქონდა, რაც მძარცველებისთვის ცნობილი იყო. საკრებულოს წევრ კახა მიქაიასა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ადმინისტრაციის უფროს გრიგოლ მიქავას შორის ინციდენტი 25 ოქტომბერს მოხდა.  კახა მიქაიას განცხადებით, მიქავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, ის ფიზიკურადაც გაუსწორდებოდა, თუმცა ამის საშუალება მიქავას იქვე მყოფმა მოქალაქეებმა არ მისცეს. დეპუტატი მომხდარს მის მიერ საკრებულოში გაკეთებულ მწვავე განცხადებებს უკავშირებს და მიქავას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
Print