რუბრიკები
ზუგდიდის სოფლებში განსახორციელებელი პროექტები
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს. მომავალ წელს განსახორციელებელი პროექტების უდიდესი ნაწილი ხიდების, წყალმომარაგებისა და ბაღების მშენებლობას მიცავს.  კერძოდ, კორცხელის, ოირემეს,  შამგონის, ურთის, ცაიშისა და ოქტომბრის ტერიტორიულ ორგანოებში ხიდების მშენებლობაა დაგეგმილი.  საბავშვო ბაღები შესაძლებელია აშენდეს ზუგდიდის სამ სოფელში - ახალკახათში, შამგონასა და რუხში. რაც შეეხება  წყალმომარაგების საკითხს, მისი მოწყობა და რეაბილიტაცია დაგეგმილია ყულიშკარის, რუხის, ნაცატუს, კორცხელის ტერიტორიულ ორგანოებში. პროექტების განხილვის შემდეგ, ნარაზენის დეპუტატმა ლაშა თოდუამ სხდომაზე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღის პრობლემა არსებობს  მის სოფელშიც, თუმცა მისივე თქმით,  პრობლემა ჯერჯერობით არც ერთ საპროექტო წინადადებების ნუსხაში არ ასახულა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოდგენილ პროექტებს  მოწონების შემთხვევაში დააფინასებს.
Print