რუბრიკები
Google მუშაობს, რომ მის უპილოტო ავტომობილებს უფრო ენერგიული სიარული ასწავლოს
Google, რომელიც უპილოტო ავტომობილის შექმნის პროექტზე მუშაობს, აპირებს, რომ მანქანას მეტად „აგრესიული“ სიარული ასწავლოს. ამ მანქანის გამოცდის შემდეგ 1.1 მლნ-ზე მეტი კილომეტრის გზაზე, Google-მა დაასკვნა, რომ ხელოვნური ინტელექტი, გზაზე ზედმეტად კულტურულად მოძრაობს. კერძოდ ავტომობილი სხვა მძღოლებს უფლებას აძლევს, რომ მკვეთრად ჩადგნენ მის ზოლში. „ჩვენ მივხვდით, რომ სინამდვილეში საჭიროა არა აგრესიული, არამედ ენერგიული მართვა. თუ თქვენ მანქანას მართავთ დამთმობ, კონსერვატიულ სტილში, მოძრაობის სხვა მონაწილეები უბრალოდ გაგთელავენ“, - განაცხადა ნათანიელ ფეირფილდმა, მთავარმა სპეციალისტმა ჯგუფში, რომელიც უპილოტო ავტომობილების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. პირველი სერიული Googlecar-ის გამოშვება 2017 წელს იგეგმება. მანქანის კომპაკტ-ვერსია კომპანიამ ამ წლის ზაფხულში წარმოადგინა. მანქანის მთავარი განმასხვავებელი, საჭის არარსებობაა, ასევე არაა იქ მუხრუჭი და პედლები. ამჟამად, კალიფორნიის გზებზე გამოცდას, Google-ის დაახლოებით 20 ავტომობილი გადის.
Print