რუბრიკები
“შიმშილის თამაშები” კვირის კინოგაქირავების ლიდერია!
კეტნის ევერდინმა და მისმა მეამბოხეებმა მხოლოდ მადლიერების დღის მონაცემებით 11.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. კვირის მაჩვენებელი კი 80 მილიონს შეადგენს. ფილმს დღემდე 370-მილიონზე მეტი დოლარი აქვს მოგებული. “შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა” კვირის კინოგაქირავების ლიდერია! რაც შეეხება კვირის სხვა დომინანტებს, კინოგაქირავების მეორე და მესამე ადგილს იყოფენ “საშინელი ბოსები 2″ და “მადაგასკარის პინგვინები” (3.9 მილიონი დოლარი 3750 კინოთეატრიდან). მეოთხე პოზიციაზეა დისნეის ახალი და საკმაოდ პოპულარული ნამუშევარი “დიდი გმირი 6″, რომელმაც დღევანდელი მონაცემებით ჯამში 148 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. მომდევნო ადგილებს ინაწილებენ ქრისტოფერ ნოლანის “ვარსკვლავთშორისი”/”ინტერსტელარი”, “საიმიტაციო თამაში” და “ყველაფრის თეორია”. აღსანიშნავია, რომ, შარშანდელ მადლიერების დღესთან შედარებით, წელს უფრო დაბალი მაჩვენებლებია. გასულ წელს “შიმშილის თამაშებმა: ცეცხლის ალში” და “გაყინულმა” ყველანაირ პროგნოზსა და მოლოდინს გადააჭარბეს, რაც 2014 წელს, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ნამუშევარმა ვერ მოახერხა.
Print