რუბრიკები
შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტის “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ზუგდიდის რაიონის სკოლებიდან მოწვეულმა ახალგაზრდებმა  მონაწილეობა მიიღეს. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას “ შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის“ წარმომადგენელი ირმა შანავა უძღვებოდა. მან ახალგაზრდებთან ვირუსის გავრცელების გზებზე და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა. „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ კლუბის კოორდინატორის სალომე ჟვანიას განმარტებით, დღესდღეობით , აივ შიდსით დაინფიცირებული ადამიანების სტატისტიკური მონაცემებით, დედაქალაქის შემდეგ სამეგრელო მეორე ადგილს იკავებს. საქართველოში 2014 წლის 21 ნოემბრის მონაცემებით 4 622 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან, 2 395 მამაკაცია, ხოლო 1 227 ქალი. მათ შორის, მიმდინარე წელს 491 ახალი შემთხვევა გამოვლენილი. პაციენტთა ასაკი 29-დან 40 წლამდე მერყეობს. სალომე ჟვანიას განმარტებით მსგავსი შეხვედრების მიზანია აივ/ინფექცია შიდსთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  ცნობისთვის: შეხვედრა პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება „ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასოციაცია „ათინათი„ გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF -ისა და( USAID )-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს .  
Print